logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული ძალები თავდაცვით პოზიციაზე გადადიან

28 ოქტ 202213:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/28/txss991uvvqdux5.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთმა, სავარაუდოდ, დნეპრის დასავლეთით მდებარე ზოგიერთი ქვედანაყოფი მობილიზებული რეზერვისტებით გააძლიერა. მანამდე კი რეკრუტირების დონე უკიდურესად დაბალი იყო.

დაზვერვის თქმით, 2022 წლის სექტემბერში რუსმა ოფიცრებმა ხერსონის მიმართულებით მყოფი ქვედანაყოფები აღწერეს. ქვედანაყოფები დაახლოებით 100 ადამიანისგან უნდა შედგებოდეს.

"ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში მოხდა რუსეთის სახმელეთო ძალების აშკარა გადასვლა გრძელვადიან თავდაცვით პოზიციაზე ფრონტის ხაზის უმეტეს ნაწილში. ალბათ, ლიდერებმა გააცნობიერეს, რომ უკრაინაში დაუკომპლექტებელ და ცუდად მომზადებულ ძალებს ჯერჯერობით მხოლოდ თავდაცვითი ოპერაციები შეუძლიათ."- წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

მაგრამ მაშინაც კი, თუ რუსეთმა მოახერხა უკრაინაში გრძელვადიანი თავდაცვითი ხაზების გამაგრება, ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, მისი ოპერატიული განლაგება დაუცველი დარჩება.

"რადგან, ინიციატივის დასაბრუნებლად, რუსეთს დასჭირდება უკეთესი, უფრო მობილური ძალების შექმნა, რომლებსაც შეუძლიათ დინამიკურად გაუწიონ წინააღმდეგობა უკრაინის გარღვევებს და განახორციელონ საკუთარი ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციები."- წერია ბრიტანეთის დაზვერვი განცხადებაში. 

 


close დახურვა